მხარე ვერ იქნება მარიონეტული რეჟიმი, მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის წარიმართოს | ბოკერია აფხაზეთზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, ს მარიონეტული ხელისუფლების მიერ საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის სურვილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირდაპირი დიალოგის დროს მხარე ვერ იქნება მარიონეტული რეჟიმი.
ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის წარიმართოს. ის აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მხარეები არიან მხოლოდ საქართველო და , ეს საქართველოსთვის პრინციპული პოზიცია უნდა იყოს. ასევე, ბოკერიას განცხადებით, პრინციპული უნდა იყოს, რომ რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წევრები არ მოიხსენიოს როგორც რომელიმე ცალკე აღებული სუბიექტის წარმომადგენელი და ისინი განიხილოს როგორც რუსეთს დელეგაციის ნაწილი.
“ტერმინი “გამოყოფილი რეგიონები” (Georgia”s breakaway regions – Abkhazia and South Ossetia) 90-იანი წლებიდან გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ შეაცვლევინოს ეს ტერმინები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება თავადაც იყენებს მას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რა ზიანს აყენებს დღეს, ხვალ და მომავალში ამ რეჟიმის ნაბიჯები და დამოკიდებულება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა ბოკერიამ.
როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლება ამის საპირისპიროდ იქცევა და კვლავ რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივს ამკვიდრებს, რომ საქართველოს შიგნით არის “ეთნიკური კონფლიქტები” და “აფხაზები და ოსები” კონფლიქტის მხარე არიან.
ასევე ნახეთ:
· შამბა: “კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი”
· პირდაპირი დიალოგი ქართულ მხარესთან | მორიგი პროვოკაცია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან