მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს, გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს – ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!

მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს, გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს – ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!
ნაც. მოძრაობამ ახალი პროექტი დაიწყო – ,,ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ჩაკვეტაძე აფასებს სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც საკუთარი თავი მოქალაქედ მოიხსენია და აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას წარმოადგენს და ს “სპეციალური წარმომადგენელიც” არის. რაც შეეხება ემიგრანტებს, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს.
“მოგესალმებით მოქალაქე ო…
კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, ს ,,პირადი წარმომადგენელი”. ამათ მე მგონი მართლა ჰგონიათ, რომ ,,ერთიანობა” რომ დაირქვეს, ნაცები აღარ არიან.
ნაც. მოძრაობამ ახალი პროექტი დაიწყო – ,,ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!
რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
ასევე, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სათვისტომოებიდან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება.” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას