“ფენერბაჰჩეს მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა თურქული კლუბი “ალ ნასრის” ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს დამატებას.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა რონალდოს “ფენერში” გადასვლა კატეგორიულად გამორიცხა.
“3 ძალიან კარგი ცენტრალური თავდამსხმელი მყავს, ამიტომ რონალდოს საჭიროებას ვერ ვხედავ. კრიშტიანო შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ჩემი ფორვარდების თამაშით კმაყოფილი ვარ.
რონალდო საუდის არაბეთში გოლების გატანას განაგრძობს, მას ახლა ორი მიზანი აქვს, დააგროვოს 1000 გატანილი გოლი და გამოიმუშაოს თანხა. სტამბულის სილამაზის გარდა, არამგონია რაიმემ თურქეთის ჩემპიონატში გადმოსვლა გადააწყვეტინოს. მის ტრანსფერს არ ვეთანხმები”, – განაცხადა მოურინიომ.
