მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა

ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა.
“უოტფორდის” მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძეს 43-ე წუთზე უკნიდან ფეხი სტუმართა გუნდის მცველმა ჯეკ ბიდველმა ჩაარტყა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.
გიორგის სტადიონი არ დაუტოვებია,სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, whoscored 6.4, flashscore 6.2.
ნამატჩევს კომენტარი ისმაელმა გააკკეთა: “მსაჯობა კიდევ ერთი პრობლემაა. ჩაკვეტაძის ეპიზოდის შესახებ არბიტრმა
თქვა, რომ ვერ დაინახა და ბოდიში მოიხადა. გიორგის ფეხი ძალიან სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. მსაჯების უპირველესი მოვალეობა ფეხბურთელების დაცვაა. მართლაც მტკივნეული მომენტი იყო. ეს პირველ ტაიმში უკვე რამდენიმეჯერ დაგვემართა“.
შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს “მილუოლთან” შეხვედრა გამოტოვა.
„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 მარტს გასვლაზე „ბირმინგემს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – კოვენტრი 1:2
გოლები: 1:0 პორტეუსი (20), 1:1 რაიტი (40, პენ), 1:2 რაიტი (72)