მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სხვები მაშველებმა გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ შხელდაზე ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით გადმოიყვანეს მესტიაში.
შემთხვევა უეცრად გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.
„შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“- ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარეობს გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”