მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი

34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა.
შემთხვევა გუშინ წინ, 10 აგვისტოს, მოხდა. გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებდა, რომ მწვერვალიდან უვნებლად გამოიყვანეს სამი მთამსვლელი, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.
არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. ჯერ კიდევ 2021 წელს იგი ბაქარ გელაშვილთან და გიორგი ტეფნაძესთან ერთად ავიდა სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?