მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ღაზაში

მეოთხე დღეა, მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ღაზის შუჯაიის რაიონში. ს პრემიერ-მინისტრმა მ აღიარა, რომ მისი ჯარები „რთულ ბრძოლაში“ არიან ჩართული.
ათიათასობით პალესტინელი გაიქცა განადგურებული რაიონიდან. ისრაელის არმიის თქმით, აქ მან სამხედრო ოპერაციები განახორციელა შეიარაღებული პალესტინელების წინააღმდეგ და მათ ებრძოდა „მიწის ზევით და მიწისქვეშ“ გვირაბებში.
ამასობაში მცირე წინსვლაა საზავო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებში. პალესტინელთა გასამხედროებულმა ორგანიზაცია ჰამასმა, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, 30 ივნისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შუამავალთა მიერ წარმოდგენილ გეგმაში „არაფერი ახალი“ არ არის.
ისრაელის სამხედროები ასევე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთში მდებარე რაფაჰის არეალში, მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ნეთანიაჰუმ ომის „ინტენსიური ფაზა“ გამოაცხადა.
გაეროს ჰუმანიტარული უწყება OCHA იუწყება, რომ შუჯაიის რაიონი სავარაუდოდ 60-დან 80 ათასამდე ადამიანმა დატოვა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ახალი ბრძოლები დაიწყო და ისრაელის არმიამ ევაკუაციის განკარგულება გასცა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის „ჯარები მოქმედებენ რაფაჰში, შუჯაიაში, ყველგან ღაზის სექტორში“.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
· ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
· 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
· ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
· ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით.