მწერალი აკაკი ველთაური, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს. ინფორმაციას მწერლის ახლობლები ავრცელებენ.
დღეს, 22 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტ ირაკლი წულაიასა და ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი წულაიას დაკავების შესახებაც.
ახალ დაკავებულებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.