მწერალთა სახლში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

ეროვნული უნივერსიტეტის ინიციატივით, მწერალთა სახლში, საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
მწერალთა სახლში წარმოდგენილი იყო, სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები.
საღამოს განმავლობაში შემოსული სრული თანხა კი, ფონდ “ხომლში” გადაირიცხება, რომელიც ჯაბას მურცხვალიძის სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.
საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლიკა ლეჟავას განცხადებით, ჯაბას მურცხვალიძეს თურქეთში ოპერაცია , 10 იანვარს არის დაგეგმილი. მას ამ დრომდე ხუთი ოპერაცია აქვს ჩატარებული.
მისივე თქმით, ჯაბას სიცოცხლის გადასარჩენად 5 000 დოლარია საჭირო.
“დღევანდელი საღამო ეძღვნება ჯაბა მურცხვალაძის სიცოცხლის გადარჩენას. უნივერსიტეტის თვითმმართველობა დავუკავშირდით სხვადასხვა მხატვრებს. ყველა ცნობილმა მხატვარმა თავისი ნამუშევარი გაიღო ჯაბას სიცოცხლისთვის. მხატვრები რომლებიც დაგვთანხმდნენ საქველმოქმედო საღამოსთვის უსასყიდლოდ გადმოეცათ ნახატები: ნიკო ცეცხლაძე; ნინო ჩაკვეტაზე, ცირა კალანდაძე,ზურა გომელაური, ლაშა არსენიძე, რიტა ხაჩატურიან, პოლიკო ქლიბაძე, ქეთი მატაბელი, სალომე ტიმჩენკო,გია ჯაფარიძე, ნიკო ხერგილაძე, მედეა კეიდია,ანტონ ბალანძივაძე, მამუკა მიქელაძე,ლიკა კაჭარავა.
ასევე გვყავს სპონსორი კომპანიები: ღვინის კომპანია- „ძმების მარანი”, ფურშეტის კომპანია – „ათინოს სამზარეულო“.
ჯაბას სიცოცხლის გადასარჩენად ვერთიანდებით, როგორც სტუდენტები ასევე სხვადასხვა საზოგადო მოღვაწე და კომპანიები”, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ლიკა ლეჟავამ.
ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად საბანკო რეკვიზიტებია: “” ბანკი – GE45TB7420136080400007; “” – GE42BG 0000000162421607

ასევე დაგაინტერესებთ