მწერალთა სახლმა გამოაქვეყნა ლიტერატურული პრემია „მუზის“ მოკლე სია

კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის მუზას“ წლევანდელი მოკლე სია ასე გამოიყურება:
ნომინაცია – წლის საუკეთესო რომანი:
· ზურაბ ოდილავაძე, „სამოთხიდან განდევნილნი“;
· ლევან ბერიძე, „როგორც შენ იტყვი“.
ნომინაცია – წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
· მიხო მოსულიშვილი, „დარდისას გეტყვი“;
· კახაბერ მელითაური, „ოთხი მოთხრობა”;
· ხათუნა დოლიძე, „ჯადოსნური ტვიფარი“.
ნომინაცია – წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
· მანანა ჩიტიშვილი, „რჩეული”, გამომცემლობა „ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია”;
· დალილა ბედიანიძე, „გზადაგზა“, წარმდგენი გამომცემლობა „მერანი”;
· ვანო ჩხიკვაძე, „აჰა, ზამთარი გადასატანი“;
· ჯემალ ინჯია, „ხელწერა ხომ არ წამიხდა?”
ნომინაცია – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე:
· , „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი”;
· ნუგზარ პაპუაშვილი, „სოლომონ დოდაშვილი: სარბიელი და მემკვიდრეობა”, წარმდგენი „კავკასიური სახლის” გამომცემლობა;
· , „სამი ქართული ამბავი”, წარმდგენი სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე.
ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი:
· ლუკა ყაულაშვილი, „შენთვის და შენზე”;
· კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიური რეალობა”;
· მირანდა თვარაძე, „სისხლიანი პუანტები“.
ნომინაცია – წლის საუკეთესო თარგმანი:
· ირმა შიოლაშვილი, „საღამო არის ჩემი წიგნი”;
· რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკა, „დღიურები”;
· ნიკოლოზ შამუგია, „ღიღილოები”, თარგმანების კრებული.
ნომინაცია – წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია:
· მურმან თავდიშვილი, „ფრენოლოგები რუსთველოლოგიაში”, გამომცემლობა „უნივერსალი”.
· თამარ გელიტაშვილი, „მხატვრული ქმნილების პირისპირ“, გამომცემლობა „უნივერსალი”.
ნომინაცია – წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება:
· ირაკლი კაკაბაძე, „მედეა და ოიდიპოსი”, გამომცემლობა „სიესტა”;
· კობა ცხაკაია, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე”.
ნომინაციებში – „წიგნის საუკეთესო დიზაინი” და „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი” გამარჯვებულები არ გამოვლინდნენ.
ნომინაციის – „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი“ – გამარჯვებულის ვინაობა, ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა, რომელიც 25 დეკემბერს, მწერალთა სახლში გაიმართება.
სექტემბერში კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურის „მუზის“ ბიუჯეტი 100 000 ლარამდე გაიზრდებოდა.
სამინისტროს მიერ სექტემბრის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნახსენები იყო ლიტერატურული კონკურსი „ლიტერაც“, რომელსაც მწერალთა სახლი 2015 წლიდან ატარებდა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ეწერა, რომ მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა “სამინისტროსთან დაპირისპირების გზა” აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში.
სწორედ „ლიტერა“ ჩაანაცვლა ახალმა ლიტერატურულმა კონკურსმა „მუზამ“, რომლის მოკლე სიაში არც ერთი იმ ავტორის სახელი არ ფიგურირებს, რომლებმაც მწერალთა სახლის ახალ დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს დანიშვნისთანავე ბოიკოტი გამოუცხადა.