მწეველთა რაოდენობით მსოფლიოს ლიდერი ევროპაა – ჯანმო
ევროპა თამბაქოს მწეველთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა. ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თამბაქოს რეგიონის მოსახლეობის ზრდასრული მოსახლეობის 24,1% მოიხმარს. ევროპაში ასევე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქალებს შორის – მათი 17,4 % მწეველია.
ჯანმოს მონაცემებით, გლობალურ დონეზე მწეველთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ეპიდემია დასრულებისგან შორსაა. კერძოდ, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი 2000-2024 წლების პერიოდში 1,38 მილიარდიდან 1,2 მილიარდამდე შემცირდა. აქედან, 2010 წლიდან მწეველთა რიცხვი 120 მილიონით ანუ 27%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, პლანეტაზე ყოველი მეხუთე ადამიანი კვლავ თამბაქოზეა დამოკიდებული, რაც ყოველწლიურად მილიონ თავიდან აცილებადი გარდაცვალების მიზეზი ხდება.
მიუხედავად პროგრესისა, როგორც ჯანმო აღნიშნავს, თამბაქოს ინდუსტრია საპასუხო დარტყმებს ახორციელებს და ბაზარზე ახალი ალტერნატიული პროდუქტები გამოაქვს, რომლის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან.
ჯანმომ პირველად შეაფასა ელექტრონული სიგარეტების გლობალური გავრცელება და მის მიერ გამოქვეყნებული ციფრები საგანგაშოა: მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე იყენებს ვეიპებს.
