მძღოლი, რომელიც ყვარელში ცოლ-ქმარს დაეჯახა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო – პროკურატურა

პროკურატურას განცხადებით, მძღოლი, რომელიც ყვარელში ცოლ-ქმარს დაეჯახა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
შემთხვევა 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მოხდა. ცოლ-ქმარი საკუთარ ჭიშკართან იჯდა, როდესაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა, ისინი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ.
პროკურატურის ცნობით, ორი პირის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
· ყვარელში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, მძღოლი დაკავებულია
· ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
· პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ხაზარაძის წინააღმდეგ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს