“მძღოლების პრობლემაა, ხელფასები 1000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს” – 398 ვაკანსია მერიის შპს–ში

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით 398 ვაკანსია აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით, 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ, განცხადება გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ან დარეკოთ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას