მძიმე შემთხვევაა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ – პაპუაშვილი რიჟვაძეზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, თორნიკე რიჟვაძის დაჭრა მძიმე შემთხვევაა.
„რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“, პაპუაშვილი ზოგად პასუხს სცემს და ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს.
„გამოძიება ხომ ამიტომ არის. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიების წარმოება არის და გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალები მე არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.
თუმცა, სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია. საგარეჯოს კლინიკას ამ საკითხზე, ჯერჯერობით, განმარტება არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, უარყოფენ, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას. პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აკრძალულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა