მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ საწარმოებში

მას შემდეგ რაც სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა რადიკალურმა ჯგუფმა მაღაროები გადაკეტეს და 6 თვეზე მეტია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მუშაობის უფლებას არ აძლევენ, საწარმომ მილიონობით ზარალი განიცადა.

პარალიზებული მაღაროების პირობებში კომპანია, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და რეგიონისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა არ შეუჩერებია.

“მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა გააჩერეს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და დაარღვიეს მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, მომპოვებელი საწარმოების მდგომარეობა გაუარესდა. გაურკვეველია, რატომ სტყუიან აქციის ორგანიზატორები რომ თითქოს მათ კომპენსაციები არ აუღიათ.
ყოველთვიურად კომპანიის ხარჯი საშუალოდ 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც სახელფასო ფონდი 9 მილიონი ლარია, შემოსავალი კი სულ რაღაც 4.5 მილიონ ლარს შეადგენს. ამ პირობებში არ ვიცით, როდემდე შევძლებთ ხელფასების გადახდას. კომპანია მძინე ფინანსურ კრიზის განიცდის და ოველდღიურად ზარლას ითვლის. განაცხადა მაქსისმ მაზურენკომ, “ჭიათურა მენეჯმენტ კონპანის” დირექტორმა.

დღეს ჭიათურაში წარმოებაზე პასუხისმგებელი სწორედ “ჭიათურა მენეჯმენტ კონპანი”, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან ჭიათურაში მანგანუმი სმომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებს მართვას. კომპანიაში ამბობენ, რომ მანგანუმის ბაზარზე შექმნილი გლობალური კრიზისისა და რადიკალური აქციის ფონზე “ჭიათურა მენეჯმენტი“ ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რაც რეალურ საფუძველს აჩენს, რომ კომპანიამ ვეღარ მოახერხოს თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ხელფასების გადახდა.