მძიმე ტექნიკის საბურავები K2-საგან: გამძლე და ეფექტური პროდუქტი ნებისმიერი სამუშაო გარემოსათვის

მძიმე ტექნიკის საბურავები K2-საგან: გამძლე და ეფექტური პროდუქტი ნებისმიერი სამუშაო გარემოსათვის
სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სფერო მძიმე ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია. მძიმე ტექნიკას კი ეფექტური გადაადგილებისა და მანევრირებისათვის, თავის მხრივ, ხარისხიანი საბ ურავები ესაჭიროება.
ინტრალოგისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია K2, BKT-სა და MARANGONI-ს ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია და მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ თუ სამშენებლო ტექნიკის საბურავებს გთავაზობთ.
BKT – საიმედოობის გარანტი
BKT-ს საბურავები მძიმე სამუშაო პირობებისთვისაა განკუთვნილი. სპეციალური რეზინის ნარევით დამზადებული საბურავები ეფექტურად უმკლავდება როგორც სამშენებლო, ისე სასოფლო სამეურნეო ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს.
საბურავებს უნიკალური პროტექტორის დიზაინი აქვს. შედეგად, ეფექტურად ეჭიდება სველ და მშრალ ზედაპირებს, რაც ცვეთას ამცირებს და უსაფრთხოებას ზრდის. აღსანიშნავია, თერმული მდგრადობის საკითხი — BKT-ს საბურავები სტაბილურად მუშაობს როგორც განსაკუთრებულად ცხელ, ისე ყინვიან ამინდში.
MARANGONI – იტალიური ხარისხის საბურავები დამტვირთველებისთვის
დამტვირთველების მფლობელებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა უნდა იყოს იტალიური ბრენდი MARANGONI. მძიმე სამუშაო პირობებისათვის შექმნილი საბურავები ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით სამჯერ უფრო გამძლეა.
MARANGONI-ს საბურავები ინტენსიური გამოყენების შემთხვევაშიც კი მინიმალურად იცვითება. ასეთი საბურავების მქონე დამტვირთველი რთულ ზედაპირებს კარგად ეჭიდება და მარტივად გადაადგილდება.
საბურავები ყველა ტიპის მძიმე ტექნიკისთვის
საბურავების თითოეული მოდელი კონკრეტული ტექნიკის სპეციფიკური საჭიროებების მიხედვითაა შექმნილი. მაგალითად, კომპაქტური დამტვირთველებისათვის განკუთვნილი საბურავები უხეშ რელიეფზე სამუშაოდ შეიქმნა. ღრმა პროექტორიანი და გვერდითი დამცავების მქონე საბურავი ეფექტურად ეჭიდება ზედაპირს და დამტვირთველის გადაადგილების დროს უსაფრთხოებას ზრდის.
გზის სატკეპნის საბურავები თბორეზისტენტულ შენარევებს შეიცავს, შედეგად ის უფრო სტაბილურია და ნაკლებად იცვითება. შესაბამისად, ეს მახასიათებლები ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს. ტელესკოპური დამტვირთველის საბურავები კი გათხრითი და სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი.
ფრონტალური დამტვირთველის საბურავები ოპერაციებისთვის რთულ სამუშაო გარემოში მაღალ დატვირთვას მარტივად უმკლავდება, აქვს გასკდომისადმი რეზისტენტული შემადგენლობა და კარგი მოჭიდება.
გრეიდერისა და ექსკავატორის საბურავები თვითმწმენდი პროტექტორებითაა აღჭურვილი, რომლებიც ტალახიან ზედაპირზე შეუფერხებლად გადაადგილდება.
ტრაქტორის საბურავები კი მაღალი გამძლეობითა და გაუმჯობესებული მოჭიდებით ხასიათდება. ისინი იდეალურად ერგებია როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ისე მძიმე ინდუსტრიულ გარემოს.
მიიღეთ სრული სასაწყობე მომსახურება K2-ისაგან
მაღალი ხარისხის საბურავები შეთავაზების მხოლოდ ერთი ნაწილია. K2-ის გამოცდილება ინტრალოგისტიკის სფეროში 8 წელზე მეტს ითვლის. კომპანიის გუნდი ფლობს სრულფასოვან ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც სასაწყობე სივრცეების ოპტიმიზების, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასა და საწყობის დაგეგმარებას უკავშირდება.
გარდა იმისა, რომ K2-ის სპეციალისტები საბურავების შერჩევისას პროფესიონალურ კონსულტაციას გაგიწევენ, კომპანია მომსახურების შემდგომ მხარდაჭერასაც გთავაზობთ. ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზისა და გაუმართაობის შემთხვევაში, ტექნიკური ჯგუფები 24/7 რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით თქვენს სამსახურში იქნებიან.
აამაღლეთ სასაწყობე ტექნიკის ეფექტურობა და უსაფრთხოება, ისარგებლეთ გარანტიით და მიიღეთ სასაწყობე მომსახურების სრული პაკეტი K2-საგან.