მძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება – ოსიმენის?

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილს არავინ გამოთქვამს, “ნაპოლის” მწვრთნელი ანტონიო კონტე სასწრაფოდ მოითხოვს რომელუ ლუკაკუს დამატებას, რამეთუ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.
Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ბოლო რამდენიმე დღეში მეორედ გაემგზავრა ლონდონში და “ჩელსისთან” აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს.
ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ განაცხადა, რომ “ნაპოლი” ლუკაკუს 5 მილიონ ევროდ იჯარით აყვანას და გაისად მის 25 მილიონად სავალდებულო გამოსყიდვას სთავაზობს, მაგრამ “ჩელსი” მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.
Chiringuito კი “ტვიტერით” სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს – “ნაპოლი” ლუკაკუს 30+10 მილიონად იყიდის და სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.