მძიმე მდგომარეობა უკრაინაში – რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს

რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს. 13 სამოქალაქო პირი დაშავდა ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. მათ შორის სააგენტო “ანადოლუს” ორი ჟურნალისტი, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები. საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებულმა რაკეტამ სამ სართულიანი სასტუმროს შენობა დააზიანა.
აფეთქებების ხმა ისმოდა კუპიანსკში. კრიტიკული ზიანი მიადგა სკოლის შენობას – განადგურებულია 10 საცხოვრებელი სახლი. საჰაერო იერიშის შედეგად, დაიღუპა 48 წლის ქალი. მძიმედ დაშავდა 7 ადგილობრივი.
კი დღეს ესტონეთში ჩავიდა. გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვაში იყო, ხვალ კი ლატვიას ეწვევა. ზელენსკი და მისი გუნდი ბალტიის ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ პროექტებზე მუშაობს. ვილნიუსთან უკვე არის შეთანხმება საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება და არ მიეცემა საშუალება კრემლს, გაძლიერების და მეტი სამხედრო აღჭურვილობის მობილიზების.
ს პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად ს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.
უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც. მზაობა დღეს ნატო-უკრაინის სხდომაზე გაცხადდა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წარმოადგინა გეგმა უკრაინისთვის 2024 წელს ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გამოყოფაზე.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მდგომარეობა მძიმეა. ომთან ერთად, ზამთარმა ქვეყნის მასშტაბით 300-მდე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ავტორი: ნინი წულაია

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!