მძიმედ დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მძიმედ დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა
უკრაინის ქალაქ ლვოვში რადას ყოფილი დეპუტატი, ნაციონალისტური პარტია, „თავისუფლების“ წევრი, ირინა ფარიონი მოკლეს.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე, ირინა ფარიონს საკუთარ სახლთან უცნობმა მამაკაცმა თავში ესროლა და მიიმალა.
რადას ყოფილი დეპუტატი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
ყოფილი დეპუტატის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
ირინა ფარიონი პარტია „თავისუფლების“ წევრი 2005 წელს გახდა, 2012 წელს კი დეპუტატად აირჩიეს. ფარიონი ცნობილი გახდა უკრაინული ენის პოპულარიზაციისა და რუსულად მოლაპარაკე საჯარო მოხელეების დისკრედიტაციის მიზნით ხშირი კამპანიებით. ყოფილმა დეპუტატმა არაერთხელ ისაუბრა უკრაინელების მიერ რუსული ენის გამოყენების წინააღმდეგ და მოუწოდა ძალადობისკენ რუსულად მოსაუბრეების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!