მძევლების დაღუპვის შემდეგ, ნეთანიაჰუ მიანიშნებს ახალ მოლაპარაკებაზე “ჰამასთან”

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 დეკემბერს თითქოს დაადასტურა, რომ კატარის შუამავლობით მიმდინარეობს ახალი მოლაპარაკება, -ის და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მიერ ღაზაში დატყვევებული მძევლების გასათავისუფლებლად – მას მერე, რაც ერთ-ერთმა წყარომ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებზე ისრაელის მთავარი წარმომადგენელი შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრს.
ნეთანიაჰუმ თავი აარიდა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას ევროპაში გამართული შეხვედრის შესახებ მის მთავარ წარმომადგენელს, მოსადის ხელმძღვანელს, დავიდ ბარნეასა და კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუმაჰად ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შორის. თუმცა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მოლაპარაკებაში ჩართულ გუნდს დავალებები მისცა.
ერთი დღით ადრე ისრაელის თავდაცვამ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიამ ღაზაში შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაღუპულია სამი მძევალი.
16 დეკემბერს ისრაელის ძალები ბომბავდნენ სამიზნეებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთში, არის ცნობები ათობით პალესტინელის სიკვდილსა და დაჭრაზე – მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ისრაელის მიმართ გამოთქმული მოწოდებისა, შეამციროს სამხედრო კამპანიის მასშტაბი და კონცენტრაცია მოახდინოს “ჰამასის” ლიდერებზე.
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩევლის მხრიდან მიმდინარე კვირაში განხორციელებული ვიზიტისას ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ომს “ჰამასის” განადგურებამდე გააგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა