მძევლების გათავისუფლება ხვალ დაიწყება – ტრამპი, მერცი და სხვები ღაზის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე აპირებენ ჩასვლას

ღაზის სექტორში ჯერ კიდევ დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლება 13 ოქტომბრის დილით არის დაგეგმილი, – ამის შესახებ AFP-მ ჰამასის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით განაცხადა.
მან ასევე უთხრა სააგენტოს, რომ გადაცემის ზუსტი გეგმა ჯერ კიდევ დაუდგენელია. მოლაპარაკების პირობების თანახმად, მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ისრაელმა ციხეებიდან თითქმის 2000 პალესტინელ პატიმარი უნდა გაათავისუფლებს. ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) თქმით, პატიმრების ზუსტი სია ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესშია.
როგორც დეპეა (dpa) იტყობინება ჰამასის წყაროებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია არ იქნება წარმოდგენილი ხვალ ეგვიპტეში დაგეგმილ ცერემონიაზე, სადაც ღაზის შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.
ეგვიპტის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ხვალ შუადღისას შარმ ელ-შეიხში გაიმართება. 20-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, სავარაუდოდ, -ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
ტრამპი ასევე აპირებს ს პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. როგორც თეთრმა სახლმა განაცხადა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტსა და ისრაელელი მძევლების ნათესავებს შორის.
ღაზის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ასევე ს ჯარების პალეტინელთა ტერიტორიიდან გაყვანის დაწყებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასის ხელში მყოფი 20 მძევალი ცოცხალია, ხოლო 28 გარდაცვლილია.

ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთში ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.

ისრაელის ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 67 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მან ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში