მცხეთის მოსახლეობა ხედავს, რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ

მიაღწევს თუ არა „ქართული ოცნება“ წინა ს მსგავსს წარმატებას მცხეთაში? – ამ კითხვაზე მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა, მ ისაუბრა. მისი თქმით, მცხეთის მოსახლეობა ხედავს, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რადიკალური ოპოზიცია კი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, თუმცა, ამშვიდებთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას პრინციპულად იცავს.
„მოდით, ცოტას ვიხუმრებ: „ქართული ოცნება“ წინა შედეგების გამეორებას ვერ შეძლებს, რადგან უფრო მეტ შედეგს მიიღებს, ვიდრე – აქამდე. მცხეთის მოსახლეობა მთავარ საკითხად მაინც მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას აყენებს. თავად ხედავენ, რომ რეგიონში ორი უდიდესი, შეიარაღებული კონფლიქტია – სა და ისრაელ-პალესტინის, რომელთა ფრონტის ველიც ფართოვდება. ერთი მიმართულებით შავი ზღვა გვაშორებს, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით კი მხოლოდ ერთი ქვეყანა – თურქეთი. თავად თურქეთი საკამოდ მძიმე განცხადებებს აკეთებს.
აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ხედავს, რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ, რადიკალური ოპოზიცია კი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, თუმცა, ამშვიდებთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას პრინციპულად იცავს. შესაბამისად, მცხეთის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს არის – საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. მათ აქვთ იმედი, რომ ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხებიც მოგვარდება, რადგან ხედავენ, რომ ბევრი რამ კეთდება – პრაქტიკულად, მცხეთა – მთიანეთის 500 სოფლიდან იშვიათია სოფელი, რომელშიც მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ბევრი გამოწვევაც და გასაკეთებელიც. ჩვენ ამ მიმართულებით დავიგეგმეთ და არჩევის შემთხვევაში, მეორე დღიდან დავიწყებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქამდე პრობლემად რჩება“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა