მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი – მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება

არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, -სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები.
ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“, – წერს დავით ნოზაძე სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, 11 წლის მოზარდს არხოტში დოღის ცხენი დაეჯახა. მოზარდი არხოტიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა