მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს – ჯასტინ ტრუდო

მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.
მანამდე, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას -ის 51-ე შტატად შეერთება.
„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.
1tv.ge