მცირე სათამაშო დროს გამო, ნკუნკუ “ჩელსის” დატოვებას გეგმავს

ჟურნალისტ გრემ ბეილის ინფორმაციით, “ჩელსის” 27 წლის თავდამსხმელი კრისტოფერ ნკუნკუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლას გეგმავს და ამის მიზეზი მისი მცირე სათამაშო დროა.
ლონდონელთა დამრიგებელი ენცო მარესკა ფრანგს პრაქტიკულად არ ენდობა და შანსს მხოლოდ სათასო მატჩებსა და ევროტურნირებზე აძლევს.
ნკუნკუს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt მას დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში ნკუნკუმ ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში