მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მსხვილ დამაბინძურებელ ქვეყნებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით უჩივიან

კლიმატური კრიზისისგან დაზარალებული მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მაღალი დაბინძურების მაჩვენებელ ქვეყნებს უჩივიან. სარჩელი განიხილება როგორც პირველი კლიმატური სასამართლო საკითხი ოკეანის დაცვის მიზნით.
ბარბუდასა და ტუვალუს პრემიერ მინისტრები, რომლებიც მცირე კუნძულოვან ერებს წარმოადგენენ, კლიმატური ცვლილებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხზე (COSIS), მტკიცებულებებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალზე ჰამბურგში, გერმანიაში წარადგენენ. ისინი ელოდებიან საკონსულტაციო დასკვნას, თუ რა ვალდებულებები უნდა დაეკისროს კლიმატური ცვლილების საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებს ზღვის ჰავის შენარჩუნების მიზნით.
როიტერსის გადმოცემით, ტრიბუნალი ასევე გაარკვევს, უნდა ჩაითვალოს თუ არა ოკეანის მიერ შთანთქმული სათბური აირები საზღვაო დაბინძურებად.
ოკეანეში ჭარბი რაოდენობის ნახშირბადი იწვევს მჟავების წარმოქმნასა და მარჯნის გაფერმკრთალებას. კუნძულოვან ერებს ზღვის დონის აწევის საფრთხეც ემუქრებათ, რომლის შედეგადაც შესაძლოა ისინი 2100 წლისთვის ჩაიძირონ.
ტრიბუნალის დასკვნა შექმნის მნიშვნელოვან სასამართლო განაცხადს, როგორც მომავალ სახელმძღვანელოს, კლიმატის დაცვის შესახებ კანონების შესაქმნელად.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა: „კუნძული რამდენიმე ათწლეულში მეტწილად საცხოვრებლად უვარგისი გახდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დაიტბორება. 10,000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდება, კუნძული მიატოვოს,“ – გადმოსცა ნიუ-იორკ ტაიმსმა.
პარიზის შეთანხმება სახელმწიფოებისგან ითხოვს ემისიების შემცირებას და მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შესუსტებას. თუმცა ქვეყნებს რჩებათ უფლება, ამ მიზნების მისაღწევად საკუთარი მოქმედების გეგმა შეადგინონ.
The Guardian-ის გადმოცემით, გამოთვლები აჩვენებს, რომ ტუვალუს დედაქალაქის, ფუნაფუტის ნახევარი საუკუნის შუა ხანებში ჩაიძირება.
„ექსტრემალური ამინდები, რომელიც ყოველწლიურად უფრო ძლიერი და ჭარბი ხდება, ჩვენს მოსახლეობას კლავს და ჩვენს ინფრასტრუქტურას ანადგურებს“.
“ერთი თაობის შემდეგ ამ სახელმწიფოებიდან ზოგიერთი საცხოვრებლად უვარგისი გახდება და ბევრი ზღვაში ჩაიძირება. ეს არის ყველა არსებული საშუალების გამოყენების მცდელობა, რათა გეზი შევაცვლევინოთ დიდ დამაბინძურებლებს, სანამ ეს შესაძლებელია“, – თქვა პაიამ აჰავანმა, COSIS-ის მთავარმა მრჩეველმა და იურიდიულ საკითხებში ექსპერტთა ჯგუფის მდივანმა.
წყარო: Ecowatch.com,
greenpole.org