მცირე და საშუალო ბიზნესებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ბანკის ახალი სესხით და მიიღონ 2% – მდე ფასდაკლება დოლარსა და ევროში

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით, ბანკი მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობას აძლევს. ახალი სესხის აღების შემთხვევაში დოლარსა და ევროში ბიზნესები 2%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.
ს შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე) შეუძლიათ. სესხის ვადა კი 120 თვეს შეადგენს.
„ჩვენი გუნდი ბიზნეს მომხმარებლებისთვის მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შეთავაზებების შექმნაზე აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ამჯერად, ბანკი მორიგ წამახალისებელ აქციას სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს ახალი სესხის აღება 2% იანი ფასდაკლებით, ევროსა და დოლარში, ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლიათ. ეს შეთავაზება მათთვის არის ვისაც დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული ბიზნესის გააფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების დამატება, უკეთესი პირობებით. მსგავსი შეთავაზებებით გვსურს ხელი შევუწყოთ მეწარმეებს და მივცეთ ახალი შესაძლებლობები, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან უფრო მეტი სამუშაო ადგილი და უფრო მეტად გაძლიერდნენ “, – განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
შეთავაზების შესახებ მეტი ონფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს