მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო – ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს დასკვნას, რომელიც მესამე პრეზიდენტის დრამატულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, ვივა მედის პალატაში შექმნილია გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. კომიტეტი აკრიტიკებს “ვივა მედის” კლინიკაში უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებსაც. რაც, ექსპერტების შეფასებით, აზაინებს ნდობას პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის.