მშრალ შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი და მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა გადასული, შეუძლოდ გახდა.
მასთან დღეს, 4 ივლისს, სასწრაფო დახმარება ჰყავდათ გამოძახებული.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, მირზა ლოლაძე უარს აცხადებს ყველანაირი მედიკამენტის და სითხის მიღებაზე.
გუშინ შეუძლოდ იყო მშრალ შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელთანაც სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ისიც უარს ამბობს ნებისმიერი სახის მკურნალობაზე.
დღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება. შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.
დღეს მაღაროელებმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართეს, რომ მათი პრობლემით პირადად დაინტერესდეს. მაღაროელების Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში, ისინი ისინი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
~

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!