“მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ, ის პატრიოტიზმი, რომელიც ნაკრებში სუფევს, მშობლებმა ჩაგვინერგეს” – გიორგი მიქაუტაძე

“ლიონის” ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Kampo-სთან ინტერვიუში ოჯახსა და საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.
“როდესაც ჩემი ოჯახი საფრანგეთში გადმოვიდა, მშობლებმა ფრანგული არ იცოდნენ, დედა ინგლისურად საუბრობდა, მამამ კი მხოლოდ ქართული იცოდა. ახლა მათ ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვლაპარაკობთ და ვცდილობთ არ დავივიწყოთ ადგილი, საიდანაც მოვდივართ.
ჩემმა მშობლებმა საქართველო რუსეთთან ომის გამო დატოვეს, იქ ცხოვრება რთული იყო და საფრანგეთში ჩამოსვლა დაუგეგმავად მოუწიათ. ის პატრიოტიზმი, რომელიც საქართველოს ნაკრებში სუფევს, მშობლებმა ჩაგვინერგეს”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგიმ მიმდინარე სეზონში “ლიონის” მაისურით ყველა ტურნირზე 30
მატჩი გამართა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში