მშობლები და თერაპევტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მსვლელობას მართავენ

მშობლები და თერაპევტები აქციას მართავენ, რითაც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ დააყენოს.
მათ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას უერთდებიან.
თერაპევტების განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, პირდაპირ ზიანს აყენებს იმ პროექტებს, რითაც ისინი შესაბამის სერვისებს სთავაზობენ ბავშვებს.
„ჩვენი განათლება, ჩვენი სერვისები დაფინანსებულია ევროკავშირისა და ამერიკის მიერ. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, პირდაპირ ზიანს მიაყენებს ბავშვების საჭირო მომავალს“,- აცხადებენ თერაპევტები.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რობაქიძე: ემიგრანტებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემის უფლების გაუქმებით, ჩვენმა „ეროვნულმა“ და ‘’სანაქებო“ ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრებ მილონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ და ცალსახად განუცხადა, რომ…