მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებულ ყოფილ პოლიციელს სააპელაციომაც უვადო პატიმრობა მიუსაჯა

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, უვადო პატიმრობის სასჯელი ძალაში დატოვა.
ბეროზაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ პირველის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა 2023 წლის 23 იანვარს შეუფარდა.
საქმე ეხება 2022 წლის 27 აპრილს მომხდარს. გამოძიების თანახმად, ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.
მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის კედელზე გაკვრა შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი

იუჯინ ჟუკოვი „ზანგეზურის დერეფანზე“ – ვფიქრობ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, ვიმუშავებთ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ევროპასთან დაკავშირებადობაზე, პარალელურად გავაგრძელებთ შუა დერეფნის მხარდაჭერას