“მშიერი ხალხის მაძღარი მთავრობა” – ამ შინაარსის წარწერა გუშინ ლევან ჯობავამ მიწისქვეშა გადასასვლელში გააკეთა, რის გამოც პოლიციის მხრიდან დევნის სამიზნე გახდა.
როგორც აქტივისტის ადვოკატი ამბობს, თავდაპირველად სამართალდამცველები აქტივისტს ეუბნებოდნენ, რომ დაინახეს, როგორ გააკეთა მან წარწერა, თუმცა როდესაც დასაბუთება ვერ მოახერხეს, დაიწყეს ძიება, ვინ იყო რეალურად წარწერის ავტორი.
საბოლოო ჯამში, პოლიციამ ჯობავას ჰკითხა, იცის თუ არა, რომ კედელზე წარწერის გაკეთება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ამის შემდეგ კი აქტივიტს უთხრეს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მომდევნო პერიოდის განმავლობაში დაუკავშირდებიან.
მიწიქვეშაში გაკეთებული წარწერების, ერთი იყო “მძერი ალხის მაძღარი მთავრობა” და მეორე იყო ნაწყვეტი მათეს სახარებიდან: “ნეტა არიან სიმართლისთვის მებრძოლნი, რადგან მათია სასუფეველი ცათა”. ამის დაწერის შემდეგ, რომ ამოვედი მიწისქვეშიდან პოლიციელებმა გამაჩერეს, გადამამომწმეს, მკიტხეს, მე დავწერე თუ არა. ვუთხარი, რომ მე დავწერე, მერე გადაამოწმეს ინფორმაცია და მითხრეს, რომ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდებიან, – ამბობს ლევან ჯობავა.
აქტივისტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ “ოცნების” პოლიცია დასდევს შინაარსს და არა თავად ფაქტს, რადგან სხვა ნებისმიერი უმნიშვნელო წარწერა ყურაღების მიღმა რჩებათ.




