მშვიდობის ხიდის მიმდებარედ ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობის პატივსაცემად და საქართველოსა და ისრაელს შორის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ, ს ზეთისხილის ბაღი გაშენდა.
ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და სხვა საპატიო სტუმრებმა მიიღეს.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ: მორან ბენ იშაი და იაირ მოზესი, 7 ოქტომბერს ღაზაში გატაცებული კიბუც ნირ ოზის წევრის, გადი მოზეს შვილები. მათივე ინფორმაციით, გადი, მაშავის გამოცდილი ექსპერტია სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც არაერთხელ ეწვია საქართველოს, რათა დახმარებოდა ადგილობრივ ფერმერებს პროდუქტიულობის გაზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ღონისძიებას ბევრი მისი ქართველი კოლეგა და მეგობარი დაესწრო.
საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა სიტყვით გამოსვლისას მრავალთვიან ომზე, ასევე, “ჰამასის” მიერ აყვანილ მძევლებზე ისაუბრა.
აგრეთვე, მან ისრაელის გმირობაზე და გამძლეობაზეც გაამახვილა ყურადღებაზე, რაც მისი თქმით, გამოვლინდა არა მხოლოდ ბრძოლებში, არამედ მალევე შექმნილ აღდგენით პროგრამებში, რომელიც საერთო კეთილდღეობასა და წინსვლას ემსახურება.
„მათ საპირისპიროდ, ვინც განადგურებას ლამობდა, ჩვენ ვთესავთ პროგრესსა და ინოვაციას კაცობრიობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია