მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა.
როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა.
მაჩადო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. მისი კანდიდატურის დაბლოკვის გამო, მან ოპოზიციის ალტერნატიულ კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს დაუჭირა მხარი. სწორედ ედმუნდო გონსალესი აღიარა საერთაშორისო საზოგადოების ნაწილმა არჩევნებში გამარჯვებულად.
მაჩადოს მიღებული აქვს ევროპის საბჭოს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო.
მშვიდობის დარში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ტრადიციულად ოსლოში 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება. ლაურეატს ჯილდოს სახით გადაეცემა 11 მილიონი შვედური კრონა, რაც დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარია.