“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა – ეს არ არის ახალი რუსეთისთვის” | მაიკლ კარპენტერი თამაზ გინტურზე

“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა – ეს არ არის ახალი სთვის” | მაიკლ კარპენტერი თამაზ გინტურზე
“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთისთვის”, – ამის შესახებ -ის ელჩი ეუთო-ში, მაიკლ კარპენტერი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.
“უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის”, – ამბობს კარპენტერი.