მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი

მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი
„ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და მსხვილი ინტერესების საგნად, რაც არსებულ რეალობაში, მუდმივი ეგზისტენციური რისკების და გამოწვევების წინაშე გვამყოფებს“- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.
ოდიშარიას თქმით, კავკასიის რეგიონი და მისი მოსაზღვრე ტერიტორიები გეოპოლიტიკურად ასეთი არასტაბილური საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღარ ყოფილა. ყველა სიტყვა და ქმედება (ლოკალური თუ გარე), რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის და სტაბილურობის შერყევისათვის გამოიყენება, არის საქართველოს ინტერესების პირდაპირი მტრობა. „ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს (რუსეთის ოკუპაცია, , აზერბაიჯანი-სომხეთი, – პალესტინა, – ირანი, პლუს ბირთვული ესკალაციის საფრთხე) დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და მსხვილი ინტერესების საგნად ყველა გლობალური ეკონომიკური თუ მილიტარისტული მოთამაშისათვის (ამერიკა, , ჩინეთი, თურქეთი, ნატო, ევროკავშირი), რაც არსებულ რეალობაში, მუდმივი ეგზისტენციური რისკების და გამოწვევების წინაშე გვამყოფებს.
მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი. კავკასიის რეგიონი და მისი მოსაზღვრე ტერიტორიები გეოპოლიტიკურად ასეთი არასტაბილური საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღარ ყოფილა. ყველა სიტყვა და ქმედება (ლოკალური თუ გარე), რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის და სტაბილურობის შერყევისათვის გამოიყენება, არის საქართველოს ინტერესების პირდაპირი მტრობა.“-წერს ოდიშარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას