მშვიდობა იქნება მაშინ, როცა მიზნებს მივაღწევთ – პუტინი

დღეს, 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე და მოქალაქეებთან „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა – უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.

„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“. უკრაინაში შეჭრამდე, კრემლმა მოითხოვა, რომ არ გახდეს NATO-ს წევრი. ომის მსვლელობისას, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას