მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში

მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ძალიან უხარიათ, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.
მისივე თქმით, უსამშობლო “ნაცების” სამარცხვინო გზავნილები და იარლიყები, რომ პატრიოტიზმი თურმე რუსეთუმეობაა, ფერფლად ქცევის პროცესშია. „მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში. უსამშობლო “ნაცების” სამარცხვინო გზავნილები და იარლიყები, რომ პატრიოტიზმი თურმე რუსეთუმეობაა, ფერფლად ქცევის პროცესშია“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს