მშვენიერი ანასტასია რჩეულთან ერთად – ანასტასია ჯაირათის ახალი ფოტოები და ცხოვრება ქართულ-ინდური ტრადიციებით – Marao

გო­გო­ნამ უცხო გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია. ანას­ტა­სია ჯე­ი­რა­თი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლავთ, დედა ქარ­თვე­ლია, მამა – ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში “სტუ­მა­რი”, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და. ახლა „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის…
“ჩემი მშობ­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. რე­ლი­გი­ით ქრის­ტი­ა­ნი ვარ. მყავს უმ­ცრო­სი ძმა, ან­დრია, 17 წლის. მე­სა­მე კლა­სამ­დე ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ინ­დო­ეთ­ში დავ­დი­ო­დი, მე­ო­თხე კლას­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი. თუმ­ცა ზა­ფხუ­ლო­ბით და ახალ წლებ­ზე სულ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბე­ბოს უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ ქარ­თულ სკო­ლას და პროგ­რა­მას არ ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი. ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, თეა დარ­ჩი­ამ შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა” – ამბობდა ანასტასია.
ამჯერად ყურადღებას უმშვენიერესი ტელეწამყვანის ახალი ფოტოები იპყრობს. ის ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, აქტიურადაა დაკავებული სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობითა და გადაღებებით და, ასევე, ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღასაც უერთდება, ანასტასია აქციაზე რჩეულთან, მორაგბე ლუკა ჯორბენაძესთან ერთად გამოჩნდა.
“ახ­ლაც ხში­რად მივ­დი­ვართ ოჯა­ხი ინ­დო­ეთ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას, ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ჩემი ასა­კის არი­ან და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. წელ­საც ვი­ყა­ვით დე­კემ­ბერ­ში, ახალ წელს იქ შევ­ხვდით. სხვა­დას­ხვა შტატ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მა­მას მე­გობ­რებ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს ინ­დო­ე­თი, სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით.
სა­ქარ­თვე­ლო და ინ­დო­ე­თი კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ. თუმ­ცა ამის გამო დის­კომ­ფორ­ტი არა­სო­დეს შემ­ქმნია – პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ორ ასეთ კულ­ტუ­რას­თან მაქვს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ამ ფაქ­ტმა. აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირ­და ჩემი გვა­რი და შემ­დეგ ინ­ტე­რეს­საც გა­მო­ხა­ტავ­დნენ. მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და დე­დას ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ რა­ნა­ი­რად ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გვა­რი არ იყო ქარ­თუ­ლი.
ინ­დო­ეთ­შიც იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩემს კლას­ში იყ­ვნენ პო­ლო­ნე­ლი, იტა­ლი­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე – აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან. მხო­ლოდ ხუთი ბავ­შვი იყო ინ­დო­ე­ლი ჩემს კლას­ში. ამის გამო სკო­ლა­ში კულ­ტუ­რუ­ლად დიდი სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო­ბო­და.
დედა და მამა პრო­ფე­სი­ით ექი­მე­ბი არი­ან, სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი. ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, ორი­ვე იქ სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე”, – ამბობდა ანასტასია.