მშენებლობის დარგში დაქირავებულთა ხელფასი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 52%-ით, სამშენებლო მასალების ფასები კი 7.5%-ით გაიზარდა

მშენებლობის დარგში დაქირავებულთა ხელფასი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 52%-ით, სამშენებლო მასალების ფასები კი 7.5%-ით გაიზარდა
2023 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52.0 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა