მშენებლობა გაძვირდა – რამ განაპირობა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა?

2024 წლის აგვისტოში მშენებლობა წლიურად 7.9%-ით გაძვირდა, თვის ჭრილში კი 1.1%-ით.
„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალების ფასების 1%-იანი ზრდით, რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის აგვისტოსთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.59 და 2.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.7 პროცენტით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

ასევე დაგაინტერესებთ