საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 500-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა, ჯამში 11.4 მლნ მ² ფართობის შენობა ნაგებობებზე. მილიონობით მ² კი უკვე აქტიური დეველოპმენტის ფაზაშია. როდესაც მიმდინარე მშენებლობების ტემპი ასე მაღალია, რომ კოშკურა ამწის ერთი საათით გაჩერებაც კი დეველოპერისთვის დიდ ფინანსურ ზარალს ნიშნავს.
ამწე ტექნიკის გამართული მუშაობა პირდაპირ განსაზღვრავს საინჟინრო გეგმებისა და ვადების დაცვას.კომპანია ტორქი საქართველოს ბაზარზე სწორედ იმ კრიტიკული პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოჩნდა, რომელიც კოშკურა ამწეების გაუმართავ მუშაობას ახლავს თან. კოშკურა ამწეების სერვისი რთული საინჟინრო ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც პროცესების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ობიექტის წინასწარი სრულ აუდიტიდან დაწყებული, ამწის სრულ დემონტაჟამდე.
კომპანია პირველია, რომლის საინჟინრო ჯგუფიც მომხმარებლებს კოშკურა ამწეების 24-საათიან ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.
ამჟამად ტორქი ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომლის ინჟინრებმაც გადამზადების კურსები საფრანგეთში, კოშკურა ამწეების მწარმოებელი გიგანტის “პოტაინის” (POTAIN) ქარხანაში გაიარეს და წარმოების ფაზიდან იცნობენ მოდელებს, რომლებსაც ემსახურებიან.
მაღალი დატვირთვით მუშაობისას ნებისმიერი მძიმე ტექნიკა ზიანდება და ცვდება. მათი რეგულარული ინსპექტირება კი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაში გვეხმარება.. ტორქის გუნდი ატარებს რეგულარულ შემოწმებებს და ტექნიკური დიაგნოსტიკისას მკაცრად მიჰყვება საერთაშორისო (OSHA, ANSI, CMAA) სტანდარტებს, რაც დამკვეთს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იცავს. ტორქის კოშკურა ამწეების სერვისი მოიცავს ისეთ კრიტიკულ კომპონენტებსაც, როგორც ტვირთამწეობა (Load Testing), ნაწილების აღდგენა, შეცვლა და ტექნიკური განახლება. ეს პროცედურები უზრუნველყოფს ტექნიკის შესაძლებლობას კონკრეტული წონა უსაფრთხოდ აწიოს და სამშენებლო მოედანზე რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
ამწის დამოუკიდებლად მართვა, შენახვა, დაზღვევა, საწყობის მოწყობა და პერსონალის მუდმივი გადამზადება დიდ რესურსს მოითხოვს. სპეციალისტების ჯგუფის დაქირავება კოშკურა ამწეების მომსახურებისთვის დღეს ბევრად უფრო ეფექტურია ლოჯისტიკის კუთხით. ამასთან, ლიცენზირებულ სპეციალისტებთან მუშაობით დამკვეთი სერვისის სრულ გარანტიას იღებს.
კომპანია პოტენციურ პარტნიორებს კოშკურა ამწეების მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომლის მთავარი უპირატესობა ოპერატიულობა და გამჭვირვალობაა.
კოშკურა ამწეების სერტიფიცირებულ სერვის-ჯგუფთან თანამშრომლობა უწყვეტი მშენებლობის პროცესის გარანტიაა. ტორქი სთავაზობს მომხმარებელს ტექნიკური მომსახურების სრულ პაკეტს: კოშკურა ამწეების მონტაჟს, დემონტაჟს, სექციების ამაღლებას, სამშენებლო ლიფტების სრულ სერვისს, დიაგნოსტიკასა და ამწის შეკეთებას. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს გავამართლოთ ჩვენი მთავარი დაპირება – მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!




