არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ტვ პირველთან ამბობს:
ვფიქრობ, ორ რაღაცაზეა გაღიზიანებული მთავრობა ჩემზე – პირველი იმაზე, რომ მე ბიძინაზე რაღაც გავებდე და ვთქვი და მეორე, მე 4 ოქტომბერს, საოცარი დაგეგმილი, მოსკოვში მოფიქრებულ და დიდი ფული ჩადებული ოპერაცია, ფაქტობრივად, ჩავუშალე. იქ ხალხი წამსვლელი იყო, მე კი გამოვედი და ვთქვი, რომ არ წახვიდეთ, არცერთი შენობა არ გვინდა. ვიღაც მღვდელმა ჩაუშლა ის, რაზედაც 4-5 თვე ემზადებოდნენ. იქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, დრო გავა და იტყვიან, მე იქ რა გავაკეთე. ჯერ უნდათ, რომ საპატრიარქომ გამიფუჭოს სახელი და შემდეგ თავისუფლად დამიჭერენ, აი, ამაზე მიდის ამბავი, ამიტომ დაუშვეს, რომ მეორედ დამიბარეს. მე ვაცხადებს, არც მეორედ, არც მესამე და არც მეოთხედ, მე იქ არ მივალ, მომწერონ წერილობით, დამიდასტურონ რა დავაშავე, როგორც მე ვამბობ ფაქტებით, ისე ფაქტები დამიდონ და გავცემ პასუხს, მაგრამ ამას გავაკეთებ იმის შემდეგ, როცა მწვალებლობას აღმოფხვრიან. მეუფე შიო, პირდაპირ ვალდებულია, რომ მეუფე სტეფანე დაიბაროს, ჩემთვის ბოდიში მოახდევინოს და ის მწვალებლობა, რომელსაც ის ქადაგებს, გაასწორებინოს.
