მუხრან ღურწკაია – უცილებელია, ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს, ამიტომ გამოვუცხადე ირაკლი ჩომახაშვილს სრული მხარდაჭერა

პრაქტიკულად, 20 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის არაფერი გაკეთებულა – ასოციაცია თითოეული ადვოკატის უფლებებს უნდა იცავდეს – დღეს ეს პირიქითაა, ამიტომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები აუცილებელია.
„აქტივობა დილიდანვეა. ვფიქრობ, ადვოკატები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რადგან ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები აუცილებელია. აუცილებელია, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. სწორედ ამიტომ გამოვუცხადე ირაკლი ჩომახაშვილს სრული მხარდაჭერა.
პრაქტიკულად, 20 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ადვოკატთა ასოციაცია უნდა დაუბრუნდეს ადვოკატებს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასოციაცია თითოეული ადვოკატის უფლებებს უნდა იცავდეს – დღეს ეს პირიქითაა, ამიტომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის ს მეორე ტური მიმდინარეობს.
ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.
რაც შეეხება მუხრან ღურწკაიას, ის ადვოკატთა ასოციაციის ს პირველ ტურში მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?