ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი მუხრან ღურწკაია, რომელიც მე-2 ტურში ვერ გადავიდა, მხარდაჭერას ირაკლი ჩომახაშვილს უცხადებს.
მეორე ტური 21 დეკემბერს სწორედ ჩომახაშვილსა და ირაკლი ყანდაშვილს შორის გაიმართება.
“21 დეკემბერს გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური. მე მხარს ვუჭერ ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას, რადგან მჯერა, რომ ასოციაციის სწორი და მდგრადი განვითარებისთვის არსებითი ცვლილებები აუცილებელია”, – დაწერა ღურწკაიამ ფეისბუკზე.
პირველ ტურში ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109, ხოლო მუხრან ღურწკაიამ – 302 ხმა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურში მხარდაჭერა ასევე ირაკლი ჩომახაშვილს გამოუცხადა.




