მუშაობდნენ, რათა ყველას დაეჯერებინა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს – მამუკა მდინარაძე

მუშაობდნენ, რათა ყველას დაეჯერებინა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მ “ღამის კურიერში” განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას თამამი ნაბიჯებიც ჰქონდა, თამამად შედიოდა დისკუსიაში, თუ გასაკრიტიკებელი იყო, აკრიტიკებდა და ის განცხადებები უზრუნველმყოფი იყო შემდგომი სწორი გადაწყვეტილებების და შედეგის.
მისივე თქმით, ამ კრიტიკას და დისკუსიას არქმევდნენ თავდასხმას.
“ვის და რას რას არქმევდნენ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ რა ხდებოდა სინამდვილეში, ჩვენ შევდიოდით ძალიან თამამად დისკუსიაში, გასაკრიტიკებელს ვაკრიტიკებდით, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავი იყო. ეს ცხელ გულზე კი არ კეთდებოდა, პრაგმატული და რაციონალური გათვლა იყო ყველა მიმართულებით. მაშინ რომ ვამბობდით, იმავეს ვამბობთ დღესაც. იმ დროს ეს კრიტიკა სტატუსთან დაკავშირებითაც, ის განცხადებები, სწორედ უზრუნველმყოფი იყო შემდგომი სწორი გადაწყვეტილებების და შედეგის. შეგიძლიათ არა მხოლოდ ეს განცხადებები, სხვა განცხადებებიც გაიხსენოთ, რა შემთხვევაში მოხდება სტატუსის მიღების უზრუნველყოფა, ამას ჩვენ წინასწარაც ხომ ვამბობდით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამას ისე გავივლიდით, რომ ერთი მხრივ ღირსება, მეორე მხრივ ეროვნული თავმოყვარეობა, იქ ბევრი დეტალი იყო, გადაჭარბებული მოლოდინები, რომლის შემთხვევაშიც ვიღაც თუ რაღაც ძალებს სტიმული, მოტივაცია აღარ ექნებოდათ რაღაცის ჩაკეტვის და ამაზე აღარ და ვეღარ იზრუნებდნენ, ეს ხომ გავაკეთეთ, ამას ხომ დღეს არ ვამბობთ, მანამდეც ვამბობდით.
მე პირადად და ჩვენი გუნდის უამრავ წევრს და ლიდერს ხომ გაუკეთებია ეს განცხადება? ხან გლობალური ომის პარტიას ვეძახდით, ხან სხვა ადამიანებისკენ გავიშვერდით ხოლმე ხელს. გარკვეულ ძალებს დავარქვით გლობალური ომის პარტია, დღესაც ეს ძალები არსად წასულან, ის ადამიანები, ჯგუფები და ძალები თუ დარწმუნდებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ამ ქვეყანაში ხელისუფლებას შეცვლიდნენ, მაშინ ამაზე იზრუნებდნენ, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ შიდა ძალებს ამის ბერკეტი ამ შემთხვევაშიც კი არ ჰქონდათ, ამაზე აიღეს ხელი და გაადვილდა. ეს ხომ წინასწარ გათვლილი იყო, ყველა სიტყვა და ყველა ნაბიჯი გათვლილი გვქონდა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა და ხელისგულზე იდო ის ყველაფერი, რაზეც იმ დროს არაპოპულარული იყო ლაპარაკი.
, , , , მე და სხვა ადამიანები, ლიდერები თუ სხვა წევრები, ამ თემებზე რომ ვლაპარაკობდით და მესიჯებს ვახმოვანებდით, ეს იყო შეგნებულად გამიზნულად ნათქვამი ყველა სიტყვა, რომლის პირობებშიც ჩვენ გარკვეულ უზრუნველყოფას ველოდებოდით და მივიღეთ ეს უზრუნველყოფა – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. როგორც მინიმუმ, ზედმეტი რომ არ ავიღო ჩემს თავზე, ჩვენი გუნდის სახელით ზედმეტებიც რომ არ ვილაპარაკო, როგორც მინიმუმ ის ვიცოდით, რომ ერთადერთი გზა, სადაც შეიძლებოდა სტატუსი მიგვეღო იყო ის, რომელ გზაზეც დავდიოდით, ვიცოდით, გარანტია იყო აქ.
ცალ ფეხზე დგომით და სისუსტით რომ ამას ვერ მივიღებდით, თუ თანაბრად ჩვენ მეგობრებს არ დაველაპარაკებოდით და სიმართლეს ასე არ ვეტყოდით, რა იყო, რაღაც ძალები რომ იყვნენ ამაში ჩარეულები და რა ხდებოდა გლობალურ კონტექსტში, მეორე ფრონტის თემა იყო თუ არ იყო, ხომ აღმოჩნდა, რომ თურმე სიმართლეა, ხომ აღმოჩნდა რომ რეგიონში რაღაც სხვა კერები გაჩნდა სამწუხაროდ ძალიან ცუდი, ხომ აღმოჩნდა, რომ რა შედეგსაც ვლაპარაკობდით, მართალი ყოფილა და ხელისგულზე იდო ეს ყველაფერი, ხომ ძალიან არაპოპულარული იყო ამის ლაპარაკი იმ დროს. ეთერში ხომ გვიკამათია ამ თემაზე, ხომ წუხდით ამაზე თქვენ პირადად, ბევრი ჩვენი გულშემატკივარიც კი წუხდა, სუბიექტურად რომ გულშემატკივრობს მაგალითად „ქართულ ოცნებას“ ასეთი ადამიანებისგან მოგვისმენია, რად გინდოდათ ახლა ეს, თურმე ამად გვინდოდა, რომ მართლები აღმოვჩნდით ბოლოში. მაშინ მკაფიოდ რომ არ ყოფილიყო პრემიერ ღარიბაშვილის ის კონკრეტული განცხადება მაგალითად, როდესაც ში ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს მკაფიოდ თქვა, რომ ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდება, აღმოჩნდა მერე სწორი? ირაკლი კობახიძის სხვა განცხადებები აღმოჩნდა სწორი? ,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.