რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში “ლივერპულმა” იურგენ კლოპის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “სქაუზერებს” დატოვებს.
“ვიცი, რომ რასაც ახლა ვიტყვი, უამრავ ადამიანს შოკში ჩააგდებს, თუმცა “ლივერპულს” ვტოვებ, სეზონის ბოლოს მივდივარ. ენერგიისგან დავიცალე, ახლა პრობლემა არ მაქვს, აბსოლუტურად კარგად ვარ.
მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა აღარ შემიძლია. ამის შესახებ კლუბს ნოემბრის თვეში ვაცნობე”, – განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, გერმანელმა სპეციალისტმა “ლივერპული” 2015 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, “მერსისაიდელებმა” პრემიერლიგა (ისტორიაში პირველად), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ფიფას საკლუბო
თასი, ინგლისის ლიგის თასი და FA თასი მოიგეს.