მუსლიმები ჰიჯრას აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს ჰიჯრას – ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს ულოცავს.
მათი ცნობით, მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის მექიდან მედინაში გადასახლებას – ჰიჯრას (622 წელი) აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც მუჰამედმა თავისი ტომის მფარველობა დაკარგა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.
„ჰიჯრა, მთვარის კალენდრის მიხედვით, მუსლიმურ სამყაროში წელთაღრიცხვის დასაწყისად ითვლება.
ჰიჯრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ისლამის ფორმირებისა და გავრცელების, ახლად აღმოცენებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეოლოგიად გადაქცევის საქმეში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.