მუსიკოსი ჯონ მეიოლი გარდაიცვალა

მუსიკოსი ჯონ მეიოლი, რომელიც ბრიტანული ბლუზის ნათლიას ეძახდნენ, გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეიოლი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო. მანამდე მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტურზე უარის თქმა მოუწია.
მეიოლი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელია, მის გავლენიან ბენდში Bluesbreakers არაერთი ვარსკვლავი უკრავდა, მათ შორის ერიკ კლეპტონიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ